ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირების საკითხზე თურქეთი და აშშ დღეს იმსჯელებენ

ამერიკული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც სახელმწიფო დეპარტამენტის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები შედიან, პარასკევს ანკარაში თურქულ მხარესთან ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებაზე იმსჯელებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ჰამი აქსოიმ განაცხადა.

„ტექნიკურ დონეზე ჩვენ აშშ-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებზე რეგულარულად ვმსჯელობთ. ამასთან დაკავშირებით 13 ივლისს ანკარაში ჩვენ ფეთჰულაჰ გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხზე, პირველ რიგში კი - ფეთჰულაჰ გიულენის გადმოცემაზე ვიმსჯელებთ. განიხილება სხვა საკითხებიც“, - აღნიშნა აქსოიმ.

როგორც ცნობილია, 2016 წლის 16 ივლისის ღამეს მეამბოხეთა ჯგუფმა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. ძირითადი დაპირისპირება ანკარასა და სტამბოლში მიმდინარეობდა. დაიღუპა 240-ზე მეტი და დაიჭრა 2 000-ზე მეტი ადამიანი. ხელისუფლებამ ამბოხება ჩაახშო. ოფიციალურმა ანკარამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ოპოზიციონერი მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი დაადანაშაულა. აშშ-ში მცხოვრებმა გიულენმა კი გადატრიალების მცდელობა დაგმო და ყველა ბრალდება უარყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა