კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობებზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო „რუმსში“, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სიდა და DVV International წარმოადგენენ კვლევის შედეგებს, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების ეფექტიანობას ეხება.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მსჯავრდებულებისთვის პროფესიული განათლების მიწოდება მეტწილად ხორციელდება პროფესიული სწავლების სახელმწიფო პროგრამების მოდიფიცირების საფუძველზე.

„კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ყოველი ახალი ციკლის დასაწყისში ჭიანურდება, რაც განპირობებულია პროგრამის მრავალეტაპიანი დამტკიცების პროცედურებით.

კვლევამ აჩვენა, რომ ზოგადად დაბალია საგანამანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ბენეფიციართა ჩართვის მოტივაცია. მსჯავრდებულთა ნაწილისათვის, ამას განაპირობებს მათი პიროვნული დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი, შიშები და საზოგადოებისადმი უნდობლობა, ხოლო მეორე ნაწილი შესაძლოა ვერ ხედავდეს მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას და მინიმალურად აფასებდეს შემდგომი დასაქმების პერსპექტივას. მათი დაბალი მოლოდინები დამსაქმებლების დამოკიდებულება ნასამართლეობის მქონე პირებისადმი, ართულებს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების სამსახურში მიღებას და/ან მათ მიერ დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას.

კვლევა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია განახორციელოს ისეთი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებას - სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა