„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი გაიმართება

„მწვანე ქალაქი ლისზე“ დღეს რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს უმასპინძლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ღონისძიება „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით იმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ოთხი გია“, „მუხამბაზი“, „ჰანგები“, „რონი“, „ცისფერი ტრიო“, „ბალადა“, ნუგზარ კვაშალის ტრიო და „ნონაკორდი“. მათი ინფორმაციით, ღონისძიებას მომღერლის მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები და ქალაქური სიმღერების მოყვარულები დაესწრებიან.

„რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი მესამე წელია ტარდება. თარიღი საგანგებოდ შეირჩა და ის რეზო გელაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება. მომღერალს 13 ივლისს 65 წელი შეუსრულდებოდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა