დონალდ ტრამპი - ვფიქრობ ბრიტანელებს ძალიან ვუყვარვარ

აშშ-ის პრეზიდენტი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მისი განცხადებით, წინააღმდეგი არ არის იმ პროტესტისა, რომელიც ინგლისში მისი ვიზიტის დროს იგეგმება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

აეროპორტში დაშვების შემდეგ დონალდ და მელანია ტრამპები დიდ ბრიტანეთში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაემგზავრნენ. ბრიტანეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან შეხვედრა. ამერიკის პრეზიდენტი დედოფალ ელისაბედ მეორესაც შეხვედება.

დონალდ ტრამპის ვიზიტის ფარგლებში ლონდონში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, რადგან მთელი რიგი საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი. თავად ამერიკის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ბრიტანელებს ის ძალიან უყვართ.

„ვფიქრობ, ბრიტანეთში ძალიან ვუყვარავარ; მიმაჩნია, რომ იქ იზიარებენ ჩემს პოზიციას იმიგრაციასთან დაკავშირებით. თქვენ ხედავთ, რა ხდება მთელი მსოფლიოდან იმიგრაციის გამო... მგონია, რომ ეს „ბრექსითის“ ერთ-ერთი მიზეზია“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა