კახეთის გზატკეცილზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა

კახეთის გზატკეცილზე, ვარკეთილის ხიდთან ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მგზავრი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

ყვითელი და ლურჯი ავტობუსი ერთმანეთს წუხელ დაეჯახა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს