ლევან დავითაშვილი - პროგრამებში აქცენტები გაკეთდება მწვანე ეკონომიკაზე და ინკლუზიურობაზე

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროგრამებში აქცენტები იქნება მწვანე ეკონომიკაზე და ინკლუზიურობაზე.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით კომპლექსური პროგრამა არსებობს, რომელიც უკვე გაწერილია.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპლექსური პროგრამა, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებებს. ეს ძირითადი მიმართულებები განსაზღვრულია ორ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომლებიც პარლამენტმა დაამტკიცა. აქცენტები კეთდება ასევე სწრაფ ზრდაზე, რაც იქნება ინკლუზიური ზრდა. ჩვენს პროგრამებში აქცენტები გვექნება მწვანე ეკონომიკაზე და ინკლუზიურობაზე", - განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი ასევე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია აგრარულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვა.

"ჩვენი პოზიციები აქ ემთხვევა. დღეისთვის სოფლად მეტი მოსახლეობა გვყავს დასაქმებული, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებშია. ჩვენ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი შეგვიმცირდება, თუმცა ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ამ დარგში მეტი ეფექტიანობა გვქონდეს და განვითარება იყოს უფრო სწრაფი", - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს