პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს უსმენენ

პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს უსმენენ, რომელთა კანდიდატურებიც პარლამენტს ნდობის მისაღებად წარედგინა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვის, დარგობრივი ეკონომიკის, რეგიონული პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე შესაბამისი პროფილის მინისტრების მოსმენა დაიწყო.

როგორც ცნობილია, მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში წარდგენილია ორი ახალი მინისტრი: ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ივანე მაჭავარიანი დაასახელა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელად მან გიორგი ქობულია წარადგინა. ძირითადი შეკითხვები სწორედ ამ ორი მინისტრის მიმართ დაისმება.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ აქვთ კითხვები, თუ როგორ აპირებს მინისტრი გადასახადების დაწევას, რაც არის გზა ეკონომიკის ზრდისა და უმუშევრობის დაძლევის მიმართულებით.

ასევე მთავარი კითხვაა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს საბიუჯეტო თანხების იმდაგვარი გადანაწილება, რომ გაიზარდოს პენსიის ოდენობა.

შეგახსენებთ, განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.

რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ.

მთავრობის ახალ სტრუქტურაში იქნება 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა