დღეს მაღლივის საფეხმავლო ხიდი გაიხსნება

დღეს მაღლივის საფეხმავლო ხიდი გაიხსნება,"- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხიდით სარგებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ტერიტორიიდან ბაგებში გადადის, დღეიდან უკვე ყველას შეეძლება.

"დღეს დავასრულეთ ერთი ძალიან საინტერესო პროექტის რეაბილიტაცია. ეს არის მაღლივის საფეხმავლო ხიდი, რომელიც უნივერსიტეტის ტერიტორიიდან გადადის ბაგების მხარეს. გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო ეს ხიდი. დღეს უკვე გვაქვს განახლებული, სრულად რეაბილიტირებული და საკმაოდ ლამაზი ხიდი, რომელსაც დღეს გავხსნით. იქ მცხოვრები ადამიანები ჩვეულებრივად ისარგებლებენ მისით,"- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პროექტის "თბილისის ცის ქვეშ" ფარგლებში ნინო ქათამაძის კონცერტიც დააანონსა, რომელიც ვარკეთილში მედიათეკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო