ზურაბ ჭიაბერაშვილი - ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებისგან მაინტერესებს, აპირებენ თუ არა გადასახადების დაწევას

ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს არ ვიცნობდი და ბუნებრივია, მაინტერესებს მათი ხედვა, აპირებენ თუ არა გადასახადების დაწევას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა იმ შეკითხვებზე ისაუბრა, რის დასმასაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის გეგმავს.

ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს არ ვიცნობდი და ბუნებრივია, მაინტერესებს მათი ხედვა, აპირებენ თუ არა გადასახადების დაწევას იმიტომ, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და დავძლიოთ ის უმუშევრობა და სიღარიბე, რაც ქვეყანაშია. ამ ეტაპზე, მათგან ეს არ მოგვისმენია. ეს არის მთავარი კითხვა ისევე, როგორც ფინანსთა მინისტრი რამდენად აპირებს სწორად გადაალაგოს ბიუჯეტი იმისათვის, რომ პენსიები გაიზარდოს და არსებულ ბიუჯეტში ჩვენ ამის რესურსს ვხედავთ,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა