გიორგი გახარია - რეფორმებს, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს, ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება

საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენდნენ.

გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრებთან სამინისტროში მიმდინარე რეფორმირების ფარგლებში, კრიმინალურ პოლიციასა და საგამოძიებო მიმართულების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

„რეფორმებს, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს, ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. ეს გახლავთ ნამდვილად საჭირო და აუცილებელი პროცესი, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას - ეს გახლავთ, პირველ რიგში კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და საზღვრის დაცვა.

აქტუალობიდან გამომდინარე, მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ, რა ეტაპზეა დღეს კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარე რეფორმები და კონკრეტული მიმართულებები ამ რეფორმების. მოგეხსენებათ, რომ ძირითადი არსი მდგომარეობს სპეციალიზაციის გაჩენაში საუბნო მიმართულებით, საგამოძიებო მიმართულებით და ოპერატიული სამუშაოს მიმართულებით. უკვე ჩვენმა მოქალაქეებმაც იციან, რომ საუბნო მიმართულებით ჩნდება ახალი პერსონაჟი, ახალი ინსტიტუტი კრიმინალურ პოლიციაში, რომელსაც ერქმევა მართლწესრიგის ოფიცერი. უკვე განსაზღვრულია მისი უფლებამოსილებები, მოვალეობები, ამ მოვალეობების აღწერა. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ და გამოვაცხადეთ კონკურსი ამ პოზიციებზე ახალი თანამშრომლების შერჩევის. მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მიღებული გვაქვს 1700-ზე მეტი განაცხადი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, იმედი გამოვთქვათ, რომ ეს ახალი ინსტიტუტი იქნება სრულად აღწერილი და წარმოდგენილი იმ შესაბამისი სტანდარტებით, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ“, - განაცხადა გახარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო