გიორგი გახარია - 15-20 წლის განმავლობაში, შსს-ში საგამოძიებო კომპონენტის გასაძლიერებლად, ხელშესახები არაფერი გაკეთებულა

საგამოძიებო კომპონენტის გასაძლიერებლად 15-20 წლის განმავლობაში ხელშესახები საერთოდ არაფერი გაკეთებულა, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ამ მიმართულებით რეფორმები.

„საგამოძიებო კომპონენტის გასაძლიერებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ხელშესახები საერთოდ არაფერი გაკეთებულა. მე მესმის, რომ ჩვენ ობიექტურად შეგვიძლია ვიყოთ უფრო მომთხოვნი, ობიექტურად შეგვიძლია ვაკრიტიკოთ გამოძიებაც და გამომძიებელიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - 15-20 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არათუ რეფორმა, ხელშესახები არაფერი გაკეთებულა. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი აღმოჩენების გაკეთება. მოგეხსენებათ, რომ პირველივე დღიდან ამ სამინისტროში მოსვლის, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება ჩვენი ძირითადი მიმართულება ჩვენი რეფორმების და ეს არის ყველაზე საჭირო და აუცილებელი კომპონენტი.

რა გაკეთდა უკვე ამ მიმართულებით დღეის მდგომარეობით - უკვე ჩაუტარდა ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების კორპუსს. ეს გახლავთ 1104 ადამიანი. რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზომა მათი კვალიფიკაციის დონე. უკვე ჩატარებულია მათი საქმეების ხარისხსის შეფასება და ასევე სირთულე საქმეების და შესაბამისად, ყველა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შექმნილია საბაზისო კურსები გამომძიებლების გადასამზადებლად. თითოეული ეს გამოძიებელი გაივლის ამ შემოდგომიდან გადამზადების კურსებს, რათა თვალნათლივ შევძლოთ როგორც მათი კვალიფიკაციის, ასევე მათი პოტენციალის ამაღლება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი