გიორგი გახარია - არსებობდა რისკი თავშესაფრის მაძიებლებსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის კავშირის დამყარების, თუმცა პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით, ეს რისკები მოვხსენით

არსებობდა რისკი თავშესაფრის მაძიებლებსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის გარკვეული კავშირის დამყარების, თუმცა ჩვენ პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით, ფაქტობრივად ეს რისკები მოვხსენით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

გიორგი გახარიას თქმით, ამ კუთხით აქტიურად და ეფექტურად მუშაობს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი.

„საქართველო გახდა ევროპული ოპერატიული პარტნიორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს უკვე დაცული და დახურული არხები ინფორმაციის გაცვლის ევროპასთან, რაც გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო ეფექტურად ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მოგეხსენებათ, რომ ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი.

ეფექტურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი. ჩვენ ამ ინსტიტუტს ვაძლიერებთ და ვაფართოვებთ და ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უვიზო რეჟიმის კონტექსტში ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში და ის შეკითხვები რომელიც არსებობდა, თითოეულ ამ შეკითხვაზე კონკრეტულად გავეცით პასუხი. რა თქმა უნდა არსებობდა რისკი თავშესაფრის მაძიებლებსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის გარკვეული კავშირის დამყარების და ჩვენ პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით ფაქტობრივად ეს რისკები მოვხსენით“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო