სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებული 5 პირიდან ოთხი თელავის კლინიკებში რჩება, ერთი კი თბილისში გადმოიყვანეს

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებული 5 პირიდან ამ დრომდე ოთხი თელავის კლინიკებში რჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაშავებულთაგან ერთ-ერთს ღვიძლი აქვს დაზიანებული, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლოა, ორი პაციენტის გაწერა დღესვე მოხდეს.

რაც შეეხება მეხუთე დაშავებულს, ის თელავში მდებარე ყამბარაშვილის სახელობის კლინიკიდან, ოჯახის მოთხოვნით, რეანომობილით თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მას ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი.

შსს-ს ინფორმაციით, 12 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად 3 მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 პოლიციის თანამშრომელი დაშავდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა