„ნაცმოძრაობის“ წევრი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ასმათ დიასამიძის განცხადებით, ოპოზიცია პრეზიდენტთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა „ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნილ გადაწყვეტილებას“ მხარს არ დაუჭერს. ასმათ დიასამიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატს დასამტკიცებლად საკუთარი გუნდიდან შესთავაზებს, თუმცა ოპოზიცია კანდიდატის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს.

"ჩვენ მზად ვარ კონსულტაციებისთვის, თუმცა ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი. მნიშვნელოვანია პრეზიდენტის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რამდენად არის მისთვის მნიშვნელოვანი რეგიონს ჰყავდეს პირველი პირი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს რეგიონს და მის პრობლემებს. სწორედ ამ გადასახედიდან წარადგენს პრეზიდენტი კანდიდატს",- განაცხადა ასმათ დიასამიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა