რომან გოცირიძე გიორგი ქობულიას - ვინ გიცნობთ თქვენ საქართველოში და საიდან წამოვიდა თქვენი კანდიდატურა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე?

ვინ გიცნობთ თქვენ საქართველოში და საიდან წამოვიდა თქვენი კანდიდატურა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე? - აღნიშნული კითხვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი ქობულიას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა, რასაც მცირე პოლემიკა მოჰყვა.

კერძოდ, გოცირიძე დაინტერესდა, თუ ვის იცნობს ქობულია საქართველოში, როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხდა მინისტრის თანამდებობაზე მისი წარდგენა, ჰქონდა თუ არა შეხება ბიძინა ივანიშვილთან და მის კომპანიებთან რუსეთში და იცნობს თუ არა პირადად ივანიშვილს.

ამ კონტექსტში გოცირიძემ აღნიშნა, რომ მას არავინ იცნობს არც საპარლამენტო უმრავლესობიდან და არც ოპოზიციიდან.

გოცირიძეს პასუხად თავად „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მიმართეს კითხვით, თუ ვინ იცნობდა ვერა ქობალიას, როდესაც ის ეკონომიკის მინისტრი გახდა.

რომან გოცირიძემ კოლეგების პასუხად აღნიშნა, რომ ვერა ქობალია დღეს არის ინდონეზიის მთავრობის მრჩეველი და წარმატებით განაგრძობს საკუთარ საქმიანობას.

„მე, ახლა სწორედ ის ვთქვი და ის ვიკითხე, რასაც თქვენ ვერ ამბობთ, მაგრამ გულში ფიქრობთ“, - მიმართა გოცირიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს