მინისტრობის კანდიდატებთან ერთად, პარლამენტში მთავრობის შემადგენლობის მიღმა დარჩენილი სოზარ სუბარიც იმყოფება

პრემიერ-მინისტრსა და მინისტრობის კანდიდატებთან ერთად პარლამენტში მთავრობის შემადგენლობის მიღმა დარჩენილი სოზარ სუბარიც იმყოფება.

რა სტატუსით ესწრება სოზარ სუბარი საკომიტეტო განხილვებს, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განმარტა.

„მიხარია, რომ სოზარ სუბარი ზურგს უკან გიდგას არა როგორც წასული მინისტრი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც ბოლომდე მიყვება ჩვენს საერთო ოჯახს და გამოწვევებს, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, ქეთევან ციხელაშვილს.

ირაკლი სესიაშვილი რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიესალმა ქეთევან ციხელაშვილს, რომლის დისკრეციაში ამიერიდან დევნილთა კომპონენტი იქნება და ასევე სოზარ სუბარს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების ყოფილი მინისტრია.

"ქალბატონო ქეთი, მე მიხარია, რომ თქვენს უკან ზის ბატონი სოზარ სუბარი. მადლობა მინდა გადავუხადო მას. თქვენს მიმართ გამორჩეული პატივისცემა მაქვს. ჩვენ არაერთხელ ერთად გვიფიქრია და გვიმუშავია იმ ყველაზე დიდ სატკივარზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. მიხარია, რომ სოზარ სუბარი ზურგს უკან გიდგას არა როგორც წასული მინისტრი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც ბოლომდე მიყვება ჩვენს საერთო ოჯახს და იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს დევნილებთან მიმართებაში გვაქვს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სოზარ სუბარი პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო