სამედიცინო უნივერსიტეტში ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს, ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსის პრეზენტაცია შედგება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაეროს მოსახლეობის ფონდიდან (UNFPA) აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსი დაფუძნებულია უკანასკნელ წლებში მსოფლიოში მიღებულ ახალ, მაღალი სანდოობის მქონე სამეცნიერო მტკიცებულებებზე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს რეკომენდაციებზე.

„სასწავლო კურსი, რომელიც ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი და რომლის ძირითად სამიზნე აუდიტორიასაც რეზიდენტები და ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე მოღვაწე ექიმები წარმოადგენენ, სერვისის მიმწოდებლებს მაღალი ხარისხის, თანმიმდევრულ ტრენინგს სთავაზობს ანტენატალური მეთვალყურეობის თანამედროვე მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ. კურსი ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: „სწავლა, პრაქტიკა, ცოდნის შემოწმება“ და შესაბამისად, ითვალისწინებს ტესტირებასაც, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამედიცინო სფეროს პროფესიონალები სერტიფიკატებს მიიღებენ.

ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა და მნიშვნელოვან სიახლეს გვთავაზობს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით - ხარისხიანი ონლაინ კურსების არსებობა მეტად კომფორტულ გარემოს ქმნის ტრენინგის მონაწილეთათვის, რომელთაც სამუშაო გარემოს მოწყვეტის გარეშე ექნებათ ახალი ცოდნის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. ეს კი ხელს შეუწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კურსის პრეზენტაციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები, რეზიდენტები, სტუდენტები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო