მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის შესასვლელთან მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე იმყოფებიან. ისინი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, პრეზიდენტთან სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მათ შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატზე სურთ საუბარი. ყოფილი დეპუტატები აცხადებენ, რომ მათ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში შესვლის საშვი აქვთ, თუმცა დაცვა შესვლის უფლებას არ აძლევთ.

"უმაღლესი საბჭოს შენობის წინ მუხნარი იყო გაშენებული, ახლა კი ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა გაატყავა. ერთი პრეზიდენტი გავაცილეთ, მეორეც გავაცილეთ და მესამესაც მივაყოლებთ. კარს ნუ მიკეტავენ, ჩვენ მაინც მოვიგებთ",- განაცხადა მურმან დუმბაძემ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს მართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა