პროექტ "ქართველი მეფეების" ფარგლებში წიგნი „დავით აღმაშენებელი“ გამოიცემა

16 აპრილიდან პროექტ "ქართველი მეფეების" ფარგლებში მე-8 ტომი „დავით აღმაშენებელი“ გამოიცემა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L“ - დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტზე წლების განმავლობაში ცნობილი მეცნიერებისა და ისტორიკოსების გუნდი მუშაობდა. წიგნის ავტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი. წიგნში „დავით აღმაშენებელი“ საუბარია მეფის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, მმართველობის ფორმის, საბრძოლო ტაქტიკის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ.

„ასევე, შეძლებისდაგვარად, გამახვილებულია ყურადღება მეფის პიროვნული თვისებების შესახებ, რის შესახებაც ცნობებს ისტორიულ წყაროებში ვეცნობით.

პროექტი „ქართველი მეფეები“ 29 იანვრიდან, თვეში ერთხელ გამოიცემა და 24 ტომს აერთიანებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს