რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს სვეტიცხოვლობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს სვეტიცხოვლობას ულოცავს. „13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ - 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს, ხოლო პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანი ერთად იხსენიება. ეს დღე სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ დღესასწაულს“, - ნათქვამია მისალოც განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო