თელავის მერის მოადგილემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე  ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი წარადგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემგურამ გურაბანიძემ წარადგინა თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, სადაც 2018 წლისათვის დაგეგმილია ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტების მომზადება, - ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „თელავის მუნიციპალიტეტის ახალგზარდული სტრატეგიის” მიზანია, დაარეგულიროს საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს ეხებათ, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

„ორგანიზაცია World Vision –ის მხარდაჭერით, 2017 წლის 19 ოქტომბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტებს შორის პირველმა, დაამტკიცა მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობების სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც კორექტირებულ იქნა თვითმართველი თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, რათა მომხდარიყო ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება. შედეგად, მოხდა შესაბამისი მიდგომების და პროგრამების ჩამოყალიბება, რომლებიც მიზნად ისახავს მუნიცპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

დოკუმენტის შემუშავების პროცესში უშუალოდ ჩართულები იყვნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამი გურაბანიძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება და საკრებულოს წევრები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს