სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა მოციქულების ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა მოციქულების ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.

„ეს არის უძველესი დღესასწაული, 12 მოციქულის სახელზე აშენდა სვეტიცხოველი და ასევე აშენდა 12 მოციქულის სახელზე ბიზანტიაში. მადლი ღვთისა, წყალობა ღვთისა, გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა უწმინდესმა.

მსახურების შემდეგ პატრიარქმა სამი მღვდელი – არჩილ ოქრუაშვილი, გიორგი ბერიშვილი და შიო კაკულია ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.

ასევე პატრიარქმა დალოცა საპატრიარქოსთან არსებული მორწმუნე ქალთა საზოგადოება და მისი ხელმძღვანელი ქეთევან ჭუბაბრია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს