მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოში პირველი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნება

საქართველოში პირველი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება, მათ შორის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.

“ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ერთიანი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა - გარემოს შექმნაზე, სადაც თავმოყრილი იქნება ყველანაირი ციფრული კონტენტი, ყველანაირი ციფრული მასალა. ამაზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთანაც ვიმუშავებთ, რომ შევქმნათ ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა. საინფორმაციო საშუალებებით ბევრი ინფორმაცია გვხვდება იმასთან დაკავშირებით, რომ გაციფრულდა ფოტოები ან სხვა მასალები. არსებობს ციფრული ლიტერატურა. საბოლოოდ, უნდა შევქმნათ გარემო, რომელშიც ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება მოქცეული და ეს გამოყენებადი იქნება არა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით, არამედ ზოგადად, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, აქ თავი უნდა მოიყაროს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულებულმა ნიმუშებმა, ასევე სხვადასხვა მასალებმა. ეს იქნება ერთი ქართული ციფრული გარემო, რაც შეიძლება ვაქციოთ ჩვენი განათლებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს