გიორგი მარგველაშვილი - თეა წულუკიანთან დაკავშირებით მე ვიზიარებ არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას

თეა წულუკიანთან დაკავშირებით მე ვარ იგივე პოზიციაზე და ვიზიარებ არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, რითაც იუსტიციის მინისტრის პოსტზე კვლავ წულუკიანის წარდგენა შეაფასა.

„რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, მარტივად ვიტყვი, რომ ვარ იგივე პოზიციაზე - ვიზიარებ არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას. მე ფაქტად ვხედავ იმას, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ერთ-ერთი არააქტიურად ჩართული ნაწილია და ბუნებრივია, აქ იუსტიციის მინისტრის წვლილი გასააზრებელია. მე მიმაჩნია, რომ იმ სერიოზული უკმაყოფილების ტალღა, რომელიც სულ ერთი თვის წინ იყო რუსთაველზე, ის ტრაგიკული ისტორიები, რომლებსაც ვისმენდით და ეს არ იყო მარტო სარალიძის საქმე, ეს იყო ათობით შემაძრწუნებელი საქმე, გასაზიარებელია. არ უნდა სჭირდებოდეს დაზარალებულს ღამეების თენება პროკურატურასთან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმისთვის, რომ მიაღწიო ს თავის სამართალს. აქედან გამომდინარე, მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომელიც აქვს საზოგადოებას და იმ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით ბევრად რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება მინისტრობის სხვა კანდიდატებს, პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ბატიაშვილის წარდგენა.

„მინდა ასევე დადებითად გამოვეხმაურო ბატონი ბატიაშვილის დასახელებას განათლების მინისტრად. შეიძლება მისი სახელი მაინცდამაინც ცნობილი არაა პოლიტიკური წრეებისთვის, მაგრამ მე მიმუშავია მასთან დიდ პროექტებზე და დადებითად ვაფასებ, მხარს ვუჭერ მას, როგორც განათლების მინისტრს. იმედი მაქვს, რომ მას ექნება წარმატება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ბატიაშვილისა, მარგველაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.

„ორ მინისტრთან ერთად ვიყავი ბრიუსელში იმისთვის, რომ საგარეო ასპარეზზე საქართველოს პოზიციები გაგვეძლიერებინა. მე მინდა ხაზგასმით მადლობა ვუთხრა ორივე უწყებას და მათ ხელმძღვანელებს - როგორც საგარეო საქმეთა, ასევე თავდაცვის მინისტრებს იმიტომ, რომ სამიტზე საქართველო იყო წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე და ასეთი მიღწევა საქართველოს ჯერ არ ჰქონია. ამაში მნიშვნელოვანი წვლილია საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამიტზე, სადაც ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო ის, თუ როგორია ტვირთის გადანაწილება ნატო-ს ქვეყნებს შორის, ჩვენც ვიყავით მხრებში გაშლილი. ორივე მინისტრზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროცესში დადებითი როლი ითამაშეს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა