საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი 20 ერთეული მანქანა შეიძინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ავტოპარკის განახლება დაიწყო, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უკვე შეძენილია 20 ერთეული ტყის სახანძრო მანქანა.

"ავტოპარკის განახლება დაიწყო. მინდა გითხრათ, რომ ტენდერი წარმატებით დასრულდა და პირველ ეტაპზე შევიძინეთ 20 ერთეული ტყის სახანძრო მანქანა იმდენად, რამდენადაც ტყის ხანძრები ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა. ამ რაოდენობას მომავალ წელს დაემატება ერთი ამდენი. რა თქმა უნდა, ჩვენი გეოგრაფიიდან გამომდინარე დღის წესრიგში გვაქვს ვერტმფრენების შეძენაც", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო