მამუკა ბახტაძე - მზად ვარ, რომ ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა

ჩვენს სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი ინიციატივების უმეტესობა არ მოითხოვს გრძელვადიან დანერგვის რეჟიმს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია და ის ინიციატივები, რომლებიც მასში დაფიქსირებულია, მათი უმეტესობა არ მოითხოვს გრძელვადიან დანერგვის რეჟიმს. ბუნებრივია, ეს არ ეხება განათლების სექტორის რეფორმას, ვინაიდან ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. განათლება გახლავთ ის სფერო, სადაც საჭიროა გრძელვადიანი ხედვა. დანარჩენი რეფორმების ნაწილი უნდა დაინერგოს მიმდინარე წელს, ნაწილი - 2019 წელს. ჩვენი ამოცანაა, ახალი რეფორმებით შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავუმკლავდეთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას საქართველოში. ეს არის სიღარიბის შემცირება, ჭარბვალიანობა და რაც მთავარია, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ბახტაძემ.

იგი დარწმუნებულია, რომ წარმოდგენილი გუნდი თავს გაართმევს დასახული რეფორმების იმპლემენტაციას.

„მე მზად ვარ, რომ ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - დასძინა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს