ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური მიგნებები წარმოადგინა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური მიგნებები წარმოადგინა.

კვლევის ავტორმა თამარ ავალიანმა რამდენიმე ძირითად მიგნებაზე ისაუბრა, მათ შორის აღნიშნა, რომ ახალ დეპარტამენტში არ არსებობს საქმეების შერჩევის კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების გაწერა მნიშვნელოვანია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი თითქმის 10 თვეა სწავლობს ახალი დეპარტამენტის საქმიანობას, რომელიც ეხება სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას. კვლევამ საინტერესო მიგნებები გამოკვეთა, რაც ეხება ზოგადად ახალი დეპარტამენტის გამომძიებლებისა და პროკურორების შერჩევა დანიშვნის კრიტერიუმებს; იმას, რომ არ არსებობს საქმეთა შერჩევის კრიტერიუმები ახალ დეპარტამენტში. მაგალითად არსებობს ქონების იძულებით ჩამორთმევის 400-ზე მეტი საქმე და სხვა იძულების ფაქტები. წამების 49 საქმეა და ჩვენ არ ვიცით, წამების ათასობით საქმიდან რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩა ეს 49. აუცილებელია ამ კრიტერიუმების გაწერა. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი დეპარტამენტის საქმიანობა არ უნდა იყოს შემოსაზღვრული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულით“, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

შუალედური მიგნებების შესახებ გამართულ მრგვალ მაგიდას ესწრებოდა პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილიც, რომელმაც მოისმინა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შუალედური მიგნებები და ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება ახალი დეპარტამენტის პროკურორებისა და გამომძიებლების შერცევაზე გაამახვილა.

„საჯარო იყო თუ როგორ მოხდა აღნიშნული დეპარტამენტის საკადრო დაკომპლექტება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოხდა ღია კონკურსისა და გასაუბრების წესით. პრიორიტეტი მიენიჭა იმ კადრებს რომელთა მიმართაც არ არსებობდა არანაირი პრეტენზია და საჩივარი, რომლებიც არ იყვნენ შემჩნეული არანაირ ძალადობრივ ქმედებებში ან რაიმე ფორმის უკანონო ქმედებაში ქონების ჩამორთმევის კუთხით. აღნიშნული კრიტერიუმებით მოხდა კადრების შერჩევა-დაკომპლექტება. მინდა გითხრათ, რომ დეპარტამენტის შემადგენლობა საკმაოდ ახალგაზრდულია. მე ვფიქრობ, რომ დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მიმართ კითხვის ნიშნები იმთავითვე არ არსებობდა და არც ამჟამად არსებობს“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო