მამუკა ბახტაძე სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაზე - ვიდრე გარკვეულ ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე ვიფიქრებთ, ჩვენ უნდა დაფიქრდეთ, ხომ არ ვებრძვით შედეგებს, რათა დავინახოთ, რა არის მიზეზი

რა უნდა იყოს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და ფასეული, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრისას, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს პრობლემა სისტემურია და ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი სისტემა, სადაც განათლება, კულტურა, სპორტი და სხვა მიმართულებები აყალიბებს საზოგადოებაში ისეთ ფასეულობებს, სადაც მსგავს პრეცედენტებს ადგილი არ ექნება.

“ვიდრე ჩვენ გარკვეულ ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე ვიფიქრებთ, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ - ხომ არ ვებრძვით შედეგებს, რათა დავინახოთ, რა არის მიზეზი”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა