მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, ჩვენი ეკონომიკის მსოფლიო ეკონომიკაში ეფექტური ინტეგრირება მოვახდინოთ

ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან მცირე, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის ეფექტური ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში, იმ დიდ ეკონომიკებთან, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი ვივაჭროთ, გვქონდეს მეტი საექსპორტო შემოსავლები და ამით გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკაც, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა. მისივე თქმით, უკვე მზადაა კანონპროექტი, რომელიც ამ მიმართულებაში არსებულ ობიექტურ რისკებს დააზღვევს.

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ სავაჭრო რეჟიმებს აქვს თავისი კანონები. ჩვენ ამავე დროს გახლავართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და შესაბამისი კანონმდებლობის პირველი პროექტი მოვამზადეთ. ის ითვალისწინებს წესებს, რომლებიც ვფიქრობ იმ ობიექტურ რისკებს დააზღვევს, რაც არსებობს ამ მიმართულებაში,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო