მამუკა ბახტაძე - არ გვჭირდება ცალკე მდგომი სიმბოლოები, გვჭირდება კულტურამ, განათლებამ და სპორტმა ერთად უზრუნველყოს მაღალი ფასეულობების მქონე, კონურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდა

ჩვენ არ გვჭირდება ცალკე მდგომი სიმბოლოები ჩვენ გვჭირდება, კულტურამ, განათლებამ და სპორტმა ერთად უზრუნველყოს მაღალი ფასეულობების მქონე, კონურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდა, ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრისას სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერის შეფასებით, ეს საკითხი უკავშირდება ეროვნულ ცნობიერებას და ზოგადად, ადამიანის ფასეულობებს.

„კულტურა აუცილებელია, წარმოდგენილი იყოს ჩვენი ბავშვებისთვის არათუ სკოლის მერხიდან, არამედ საბავშვო ბაღიდან, ისევე, როგორც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული ჩავარდნა და ის ტრაგიკული ფაქტები, რაც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, სამწუხაროდ ამის მაგალითია. აქედან გამომდინარე, მინდა ავხსნა, რატომ ვფიქრობთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულების გაერთიანება სწორია. ჩვენთვის მთავარი იდეა იყო არა სამინისტროების რაოდენობის შემცირება, არამედ ის, რომ სტრუქტურას ეფუნქციონირა და მიგვეღო უკეთესი შედეგი. დარწმუნებული ვარ, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებით ჩვენ სწორედ ამას მივიღებთ. ჩვენ არ გვჭირდება ცალკე მდგომი სიმბოლოები ჩვენ გვჭირდება, კულტურამ, განათლებამ და სპორტმა ერთად უზრუნველყოს მაღალი ფასეულობების მქონე კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდა, ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს არის სწორი ნაბიჯი. საკმაოდ წარმატებულმა ქვეყნებმა გაიარეს იგივე გზა და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც ეს სწორად გადადგმული ნაბიჯია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო