მაია ცქიტიშვილი - კახეთში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში იგეგმება კვლევის ჩატარება და განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონებში კლასტერული განვითარების კვლევის შესახებ დეპუტატ ლევან კობერიძის შეკითხვას მაია ცქიტიშვილმა კონკრეტული მაგალითებით უპასუხა.

„აზიის განვითარების ბანკთან ერთად და მათი მხარდაჭერით გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი, სადაც გამოყოფილია 3 კლასტერი. პირველი: კახეთში - თელავი-ახმეტის ; მეორე სამეგრელოში - ზუგდიდი-მარტვილისა და მესამე - ზუგდიდი-მესტია-უშგულის. ამ კლასტერებში იგეგმება როგორც კვლევის ჩატარება, ასევე მათი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა. შესაბამისად, ეს არის ის არეალები, სადაც შეიძლება ეს გავაკეთოთ და ასევე, გერმანიის განვითარების ბანკთან ერთად, ევროკავშირის დახმარებით, გვაქვს გეგმა ყაზბეგის განვითარების ასეთივე გეგმა შევიმუშაოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს