ირმა ინაშვილი - გიორგი კვირიკაშვილი ბოკერიების ზეგავლენის ქვეშ იყო

გიორგი კვირიკაშვილი ბოკერიების ზეგავლენის ქვეშ იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა.

ირმა ინაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია არის დასაჭერი.

„ბოკერიების ზეგავლენის ქვეშ იყო გიორგი კვირიკაშვილი. პირდაპირ ვამბობ ამას, თუმცა არ მიყვარს თანამდებობიდან წასულ ადამიანებზე საუბარი. ვერც ერთ ნაბიჯს ვერ დგამდნენ ვერც საგარეო პოლიტიკის და ვერც საშინაო პოლიტიკის ნაწილში, რას იტყვის ბოკერიაო.

ბოკერია კი არა ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ. ეს ერის მოღალატე ბოკერია კიდევ უნდა დავიჭროთ და მივაბრძანოთ ციხეში. თვითონ ააშენეს ეს ციხე. წაბრძანდნენ და მოიცადონ სასჯელი მთელი რიგი დანაშაულებების გამო“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა