მამუკა ბახტაძე რომან გოცირიძეს - ბატონო რომან, ჩემთვის რთულია დავიჯერო, რომ ეკონომიკური პროფილის მინისტრების მიმართ კითხვებს ობიექტურად სვამთ

გოგა ქობულიას და ვანო მაჭავარიანს გამოცდილება და კარგი ხედვა აქვთ, სწორედ ამიტომ არიან გუნდის შემადგენლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც პრემიერობის კანდიდატმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისთვის დაუჯერებელია, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ობიექტურ კითხვებს სვამს.

“ბატონო რომან, ჩემთვის რთულია დავიჯერო, რომ ეკონომიკური პროფილის მინისტრების მიმართ კითხვებს ობიექტურად სვამთ. ამ კითხვებს ობიექტურად არ სვამთ, რადგან მშვენივრად იცით, რაზეა საუბარი. დავიწყებ გოგა ქობულიათი, ეს არის ადამიანი, რომელსაც წამყვან მსოფლიო კორპორაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა სტრატეგიების შექმნაში, რამაც წარმატება მოუტანა როგორც სხვადასხვა სახელმწიფოებს, ასევე მსხვილ კომპანიებს. თქვენ თავად აღნიშნეთ ის ფაქტი, რომელიც დღეს ჩვენი ეკონომიკის მინუსია და მე ამაში გეთანხმებით. თქვენ მაგალითად მოიტანეთ ფოთის და სხვა ინდუსტრიული ზონები, რომლებიც თავიანთ რესურსს მთლიანად ვერ ითვისებენ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წინაპირობები, გვაქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ევროკავშირთან და ჩინეთთან, ბევრი სხვა წინაპირობები გვაქვს, მაგრამ აუცილებელია ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში ეფექტურად. ამ ადამიანს აქვს ამის პრაქტიკული გამოცდილება და ეს იყო მთავარი არგუმენტი, რის გამოც, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რაც შეეხება ვანო მაჭავარიანს. მთავრობა და სახელმწიფო 21-ე საუკუნეში ვერ იქნება წარმატებული, თუ არ მოხდება მისი ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია, 21-ე საუკუნეში მმართველობითი სტრუქტურები ვერ იქნება ეფექტური, თუ არ დაინერგება შესაბამისი ტექნოლოგიები. ამ ტექნოლოგიების დანერგვამ რა შედეგი მოუტანა მცირე ზომის ქვეყნებს, ამის კარგი მაგალითი არის ესტონეთი. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ამის პრაქტიკული გამოცდილება და აქვს ხედვა, მაკროეკონომიკასა და ფინანსებზე, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ იმ რეფორმების დანერგვა, რომელიც არის მოცემული ჩვენს პროგრამაში“, - განაცხადა ბახტაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია შედეგის მიღება და ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა