მამუკა ბახტაძე - ხორავას ქუჩის საქმეზე “ქართულმა ოცნებამ” ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ დემოკრატიას, შექმნა საგამოძიებო კომისია, რომლისგანაც ჩვენ ველოდებით შედეგებს

ხორავას ქუჩის ტრაგედიამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ის პასუხები, რომელიც მიიღო საზოგადოებამ, არ აღმოჩნდა საკმარისი; “ქართულმა ოცნებამ” ისე, როგორც ეს შეეფერება ნამდვილ დემოკრატიას, შექმნა საგამოძიებო კომისია, რომლისგანაც ჩვენ ველოდებით შედეგებს, რასაც ეს კომისია დადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე, რომელმაც გამოიწვია ორი ახალგაზრდის სიკვდილი, დამდგარი შედეგები საზოგადოებისთვის საკმარისი არ იყო და საქმეში დამატებითი ჭეშმარიტების შეტანის მიზნით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

“შესაბამისად, მე, როგორც რიგითი მოქალაქე და არა მხოლოდ როგორც პრემიერ-მინისტრი, ველოდები საგამოძიებო კომისიის შედეგებს. “ქართულმა ოცნებამ”, როგორც მმართველმა ძალამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნას. ჩემს მოსაზრებას კი არ გეუბნებით, ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე ვსაუბრობ, რაც პირველად ხდება საქართველოს და ჩვენი დემოკრატიის ისტორიაში, მე ვსაუბრობ ფაქტზე და არა მხოლოდ მოსაზრებაზე. ვფიქრობ, ამაში არის განსხვავება”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვაზე კი პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ირაკლი შოთაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რაც დემოკრკატიის მაღალ ხარისხს შეესაბამება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა