სერგი კაპანაძე - წინა პრემიერ-მინისტრი ცნობილი იყო გრძელი სადღეგრძელოებით, ახლა უფრო მოკლე სადღეგრძელოებს ვისმენთ

წინა პრემიერ-მინისტრი ცნობილი იყო გრძელი სადღეგრძელოებით, დღეს უფრო მოკლე სადღეგრძელოებს ვისმენთ, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდისგან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„როდესაც სხვადასხვა მთავრობები შემოდიან სხვადასხვა პერიოდულობით, ხშირად გვესმის მრავალი სადღეგრძელო გამოსვლების დროს. წინა პრემიერ-მინისტრი ცნობილი იყო გრძელი სადღეგრძელოებით, დღეს უფრო მოკლე სადღეგრძელოები, მაგრამ მაინც სადღეგრძელოები გვესმის, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდისგან. ერთ-ერთი იყო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შესახებ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„სადღეგრძელოსთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა გაქვთ ეტყობა, მეათეჯერ მეუბნებით ამას“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ, რაზეც სერგი კაპანაძემ უპასუხა, რომ პარლამენტს არ უხდება სადღეგრძელოები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს