მიხეილ ბატიაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2030 წელს საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2030 წელს საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მან სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამინისტროების ფორმატში ქართულ სპორტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება.

მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნების, დარბაზების და სპორტის სასახლეების ასაშენებლად და მასობრივი სპორტული ობიექტების მოსაწყობად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები; სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით განვითარდება სპორტული ტურიზმი; დაინერგება სპორტსმენთა უფლებების დაცვისა და მათი გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვის მოდელი; განვითარდება ასევე პარა-სპორტი. გაძლიერდება მუშაობა ქვეყანაში საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ 2030 წელს საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ღირსეულად უმასპინძლოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა