მიხეილ ბატიაშვილი - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქართული კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩნდეს

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქართული კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩნდეს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბატიაშვილმა კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც, მისი თქმით, უდიდესი ყურადღება მიექცევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი თქმით, 2018 წელი მნიშვნელოვანი წელია, ვინაიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქართული კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩნდეს. მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა არ უნდა იყოს ერთჯერი მოვლენა და კულტურის სფეროს შემდგომი განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტის სახით მას გაგრძელება უნდა მოჰყვეს.

მონისტობის კანდიდატის თქმით, გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ახლადრებილიტირებული სამხატვრო აკადემიის გახსნას, სადაც ახალი სასწავლო წლიდან, სტუდენტები თანამედროვე გარემოში ისწავლიან.

მიხეილ ბატიაშვილმა განათლებისა და კულტურის სფეროების გაერთიანების პოზიტიურ მაგალითად სახელოვნებო სკოლების საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება დაასახელა. მისი თქმით, სამინისტრო იზრუნებს სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო