რომან გოცირიძე - „ხიშბა-სიგუას სიას” არანაირი ძალა არ ექნება და ამით მხოლოდ საქართველოში მყოფ რუსეთის აგენტურას გაახარებენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ხიშბა–სიგუას სიას” ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ სიას, თუნდაც ე.წ. პარლამენტმა მიიღოს, არანაირი ძალა არ ექნება. მისი თქმით, ამით მხოლოდ საქართველოში მყოფი რუსეთის აგენტურის წარმომადგენლები გაიხარებენ.

„რა არის ეს „ვეტერანთა კავშირი“? არავინ იცის. ბუნებრივია, რუსეთის აგენტურა იქნება, რომელსაც დაავალეს რაღაცის გამოქვეყნება.

სიას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ძალა და ის უნდა იყოს სამართლებრივად გამართული. ჩვენი სია(„ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“) ეს არის პარლამენტის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელსაც აქვს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. არაფერი აზრი არ აქვს, თუნდაც ე.წ. პარლამენტმა მიიღოს ეს სია და მერე რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს? არაფერი, მხოლოდ საქართველოში არსებულ რუსეთის აგენტურას გაახარებენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ დე ფაქტო პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა. სიაში 26 ადამიანი მოხვდა. მათ შორის „ხიშბა-სიგუას სიაში“ მოხვდნენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრები- ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და გია ყარყარაშვილი, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, ბრიგადის გენერალი მამუკა ყურაშვილი, „ტყის ძმების“ ლიდერი დავით შენგელია, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი რომან შამათავა და სხვა პირები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა