მამუკა ბახტაძე - მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც კონსტრუქციული ხედვები ექნება.

როგორც ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს ზეპარტიული ამოცანები აქვს და მათი შესრულება ყველას მიზანი უნდა იყოს.

“ჩვენ დღეს საქართველოში ზეპარტიული ამოცანები გვაქვს, ეს არის ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და განათლების სექტორის ძირეული რეფორმა. მე, ისევე, როგორც ჩემი გუნდი, მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები, ვისაც ექნება იდეები, თუ როგორ მოვახერხოთ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ამ ზეპარტიული ამოცანების გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოს და ამით შექვმნით ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა