გორის ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის გამოც მაგისტრალზე ავტომობილები შეფერხებით მოძრაობენ. სატვირთო მანქანა გზიდან სავარაუდოდ, მოცურების გამო გადავიდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მანქანების ერთმანეთთან შეჯახებას ადგილი არ ჰქონია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.