იტალიაში „კოზა ნოსტრასთან“ კავშირში ბრალდებულ „ხორცის მეფეს“ 21 მლნ ევროს ქონება ჩამოართვეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა მაფიოზურ საქმიანობაში ბრალდებულ სიცილიის ქალაქ პალერმოს ხორცის ბაზარზე წამყვან მოთამაშეს 21 მილიონი ევროს ოდენობის ქონება ჩამოართვეს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსური გვარდია იუწყება.

პიეტრო ფორმოზო მაფიოზურ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან დიდძალი ქონება არა მხოლოდ ხორცით ვაჭრობით, არამედ ნარკოტიკებით ვაჭრობით დააგროვა.

პიეტრო ფორმოზო „კოზა ნოსტრას“ მიზილმერის ოჯახის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლება, მის ორ ძმას 1993 წელს მილანში ტერაქტის ორგანიზებისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ფორმოზოსთვის ჩამორთმეულ ქონებას შორის 19 ავტომობილი, უძრავი ქონების 66 ერთეული, საბანკო ანგარიშები, სადაზღვევო პოლისები და რამდენიმე კომერციული ორგანიზაციაა. დაყადაღებულია უძრავი ქონების მსხვილი სააგენტო და კომპანია „ხორცის მეფე“, რომელსაც პალერმოს ბაზარზე წამყვანი პოზიცია ეკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო