"ნაციონალური მოძრაობა" იმედოვნებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიცია ერთიან კანდიდატურას დაასახელებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმედოვნებენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიცია ერთიან კანდიდატურას დაასახელებს. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ ბათუმში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.

"გრძელდება კონსულტაციები, ჩვენ უნდა დავდგეთ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და დავასახელოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ხალხთან და არა ბიძინა ივანიშვილთან. კონსულტაციების დასრულების შემდეგ ჩვენ ერთობლივად წარვადგენთ კანდიდატს", -განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო