მამუკა ბახტაძე ფრანგ ხალხს საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფრანგ ხალხს საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს ულოცავს.

„ჩვენს მეგობარ ფრანგ ხალხს საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს. საფრანგეთის რევოლუციამ, ბასტილიის აღებამ საფუძველი დაუდო არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის მომავალს. ეს ისტორიული მოვლენა მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ ეს ღირებულებები გვაერთიანებს. ვუსურვებ ფრანგ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია მამუკა ბახტაძის მისალოცში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა