მამუკა ბახტაძე - სამინისტროების საქმე არ არის აგური, ცემენტი და ქვიშა, მათი საქმეა პოლიტიკის წარმოება

ზოგადად, სამინისტროების საქმე არ არის აგური, ცემენტი და ქვიშა. მათი საქმეა პოლიტიკის წარმოება, ხალხთან მუშაობა, უკუკავშირის მიღება და ადეკვატური პოლიტიკის წარმოება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2019 წლისთვის მშენებლობისთვის 110 -120 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

„2019 წლისთვის ვგეგმავთ 110-120 მილიონი ლარის გამოყოფას მშენებლობებისთვის და რაც შეეხება მშენებლობების ტემპს, თქვენ იცით, ჩემი არგუმენტაცია, რატომაც მე ვფიქრობ, რომ სამშენებლო კომპონენტი იყო გამოსაყოფი სამინისტროებისგან., ზოგადად, სამინისტროების საქმე არ არის აგური, ცემენტი და ქვიშა. მათი საქმეა პოლიტიკის წარმოება, ხალხთან მუშაობა, უკუკავშირის მიღება და ადეკვატური პოლიტიკის წარმოება. ამით უნდა იყოს დაკავებული სწორედ იმ პროფილის სამინისტრო, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენციები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მშენებლობის ნაწილში გვექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები,” - განაცხადა ბახტაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს