მიხეილ ბატიაშვილი – სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება კვლავ პრიორიტეტი იქნება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, ახლო მომავალში ჩამოყალიბდება განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც განათლების ყველა საფეხურს შეეხება.

მისი თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება კვლავ პრიორიტეტი იქნება.

„2018 წლის სექტემბერში I-VI კლასის მოსწავლეებს შინაარსობრივი თვალსაზრისით გაუმჯობესებული და მსუბუქი სახელმძღვანელოები დახვდებათ. გრიფირების პროცესში მათ ორ ეტაპიანი შემოწმება გაიარეს. ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც აკადემიური წრეები, ისე დარგის საუკეთესო სპეციალისტები“, - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება და ძალიან მალე დაიწყება მომდევნო საფეხურების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა