მიხეილ ბატიაშვილი - უნდა მოხდეს ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ჰარმონიული ინტეგრირება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზეზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

როგორც ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ხარისხის უზრუნველსაყოფად სისტემა ერთხელ და სამუდამოდ აირჩევს ევროპულ სტანდარტს, რაც საუკეთესო საშუალება იქნება ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა ჰარმონიულად ინტეგრირდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

მინისტრობის კანდიდატი ასევე შეეხო უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებულ არაეფექტურ მოდელს და დაადასტურა, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადავა.

შემუშვებული მოდელი საზოგადოებას შემდგომი განხილვებისთვის უმოკლეს დროში წარედგინება.

საუბრის ბოლოს მიხეილ ბატიაშვილი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის აუცილებლობას შეეხო. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მეცნიერების მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, ჩაერთონ საერთაშორისო კვლევებში.

„სწორედ ჩვენი მეცნიერების მონაწილეობა საერთაშორისო კვლევებში და საქართველოსა და უცხოური წამყვანი უნივერსიტეტების ერთობლივი პროგრამები გაგვიყვანს რეალურ შედეგებზე, რაც საბოლოო ჯამში უმაღლესი განათლების ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა