მაია ცქიტიშვილი - ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ მთიანი აჭარის მოსახლეობის სახელით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა და დაინტერესდა, როდის გადაწყდება ხულო-ადიგენისა და ხულო-ბათუმის გზებზე არსებული ვითარებით.

“ხულო-ზარზმის გზის 47-კილომეტრიან მონაკვეთზე ტენდერი დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული, რომელთანაც მიმდინარეობს ხელმოწერის პროცედურები და შესაბამისად, 2020 წელს დაგეგმილია ამ გზის დასრულება. რაც შეეხება ბათუმი-ხულოს გზას, 80 კილომეტრიდან 15 კილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც წლის ბოლოს დამთავრდება. 2019 წელს ეს გზა დასრულდება, დანარჩენი ნაწილი კი კვლავ მოვლა-შენახვის რეჟიმში იფუნქციონირებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა