მამუკა ბახტაძე - გულწრფელად ვფიქრობ, რომ თორნიკე რიჟვაძე ძალიან კარგი კანდიდატია

გულწრფელად ვფიქრობ, რომ თორნიკე რიჟვაძე ძალიან კარგი კანდიდატია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაზე საუბრისას.

პრემიერის შეფასებით, თორნიკე რიჟვაძეს სწორი ხედვა აქვს და მისი კანდიდატურა მისაღებია.

„მას ძალიან სწორი ხედვა აქვს თუ როგორ უნდა განავითაროთ აჭარა და როგორ ავითვისოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, როგორ უნდა შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, როგორ მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები რეგიონში, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა არის მისაღები და ადეკვატური ამ სიტუაციის. აქედან გამომდინარე, გართულებულ სცენარებზე კომენტარის გაკეთებას პრინციპში ალბათ აზრიც არ ექნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის.

„მიუღებელი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა ნამდვილად არ არის. რას გავაკეთებ, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება, მაგრამ კითხვაზე გპასუხობთ, რომ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა