ირაკლი სესიაშვილი „ხიშბა-სიგუას სიაზე“ - ეს არის ჰაერში გასროლილი სიტყვები

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „ხიშბა–სიგუას სიას“ არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. როგორ სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიის შინაარსი და შემდგომი დამოკიდებულება, როგორ მოხდება მისი დამტკიცება, არის მეორეხარისხოვანი.

„ის, რა პოზიციასაც დააფიქსირებს საქართველოს ხელისუფლება, ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მას ექნება იურიდიული ძალა.

რაც შეეხება აფხაზეთის გარკვეული წარმომადგენლების კონტრრეაქციას, ეს არის ჰაერში გასროლილი სიტყვები, მას არანაირი ძალა არ აქვს. ეს იყო მხოლოდ მათი რეაქცია. მანამ, ვიდრე აფხაზეთი იქნება ოკუპირებული, აფხაზი ხალხის პოზიციები არის, სამწუხაროდ, დაკარგული და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. ამ სიის შინაარსი და მათი შემდგომი დამოკიდებულება, როგორ მოხდება სიის დამტკიცება, მეორეხარისხოვანია. ეს მხოლოდ არის კონტრრეაქცია, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს“,–განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ დე ფაქტო პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა. სიაში 26 ადამიანი მოხვდა. მათ შორის „ხიშბა-სიგუას სიაში“ მოხვდნენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრები- ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და გია ყარყარაშვილი, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, ბრიგადის გენერალი მამუკა ყურაშვილი, „ტყის ძმების“ ლიდერი დავით შენგელია, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი რომან შამათავა და სხვა პირები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა