ხვალ პარლამენტში შალვა თადუმაძეს მოუსმენენ

ხვალ პარლამენტში მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს მოუსმენენ. თადუმაძესთან შეხვედრა და მისი კანდიდატურის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტშია დაგეგმილი, რის შემდეგაც ხვალვე თადუმაძის კანდიდატურა ასარჩევად რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გავა.

მთავარი პროკურორის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ირაკლი შოთაძემ დაკავებული თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.